საკაბელო გოფრირებული მილები

საკაბელო გოფრირებული მილები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისა და უახლესი ტექნოლოგიის კომბინაციით, ეს არის მილების ის კატეგორია, რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა სახის კაბელების დასაცავად, ამიტომ ისინი უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სფეროებში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ისინი შექმნილია გოფრირებული ზედაპირით, რაც უზრუნველყოფს მის მოქნილობას, გამძლეობასა და მონტაჟის სიმარტივეს.

საკაბელო გოფრირებული მილების მახასიათებლები:

საკაბელო გოფრირებული მილები დიამეტრით 16 მმ-დან იწყება. რაც შეეხება სიგრძეს, გამომდინარე იქიდან,რომ საკაბელო გოფრირებული მილები მარტივად იჭრება, დამონტაჟების დროს შეგიძლიათ ისინი თქვენთვის სასურველ ზომებად გამოიყენოთ. 

საკაბელო გოფრირებული მილების  უპირატესობები:

მოქნილობა:

Საკაბელო Მილების ინოვაციური დიზაინი და გოფრირებული სტრუქტურა იძლევა მოქნილობის საშუალებას,რაც  აადვილებს კაბელების დაყენებას კუთხეებისა და სხვა დაბრკოლებების გარშემო. მოქნილობის დამსახურებით შესაძლებელია კაბელების მარტივი დამონტაჟება, აგრეთვე გადაადგილება და გადახვევა მათი გაწყვეტისა და დაზიანების გარეშე. Ეს ყველაფერი კი საკაბელო გოფრირებულ მილებს იდეალურს ხდის სხვადასხვა პირობებში  გამოსაყენებლად, იქნება ეს სახლი, ოფისი თუ სამრეწველო გარემო. შესაბამისად, ამ ტიპის მილები საიმედოა როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის.

ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა:

საკაბელო გოფრირებული მილები დამზადებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE), რაც მილებს ანიჭებს გამძლეობას ქიმიკატების, ულტრაიისფერი სხივებისა და ფიზიკური ზემოქმედების მიმართ.

Შესაბამისად, შესაძლებელია მისი ხანგრძლივად გამოყენება, ის უზრუნველყოფს კაბელების უსაფთხო მოხმარებას, მათი ცვეთისგან და მტვრისგან  დაცვას.

Ეკონომიურობა: 

Საკაბელო გოფრირებული მილების გამოყენება ზოგავს არა მარტო ხარჯებს, არამედ დროს. Იქიდან გამომდინარე, რომ მილები ძალიან მსუბუქია და მოქნილი მარტივია როგორც მისი დამონტაჟება, ასევე მისი შემდგომი მოვლაც, შედეგად იზოგება ფინანსებიც, ადამიანური რესურსიც და დროც.ასევე, მათი ღირებულება უფრო დაბალია სხვა ტრადიციული მასალისგან დამზადებულ მილებთან შედარებით. 

Საკაბელო გოფრირებული მილების Წყალგაუმტარობა:

გოფრირებული მილები არ ატარებენ წყალს, რაც იცავს კაბელებს ტენიანობისა და კოროზიული ნივთიერებებისგან, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარე ან მიწისქვეშა სისტემებში, სადაც კაბელები შესაძლოა იყოს მკაცრი გარემო პირობების ზემოქმედების ქვეშ. 

Ეკოლოგიურობა: 

საკაბელო გოფრირებული მილები დამზადებულია გადამუშავებადი მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. 

Საკაბელო გოფრირებული მილების სტანდარტებთან შესაბამისობა:

გოფრირებული მილები იწარმოება გარკვეული სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და სანდოობას. ეს სტანდარტები მოიცავს მაღალი ხარისხის მასალის გამოყენებას, მექანიკურ სიმტკიცეს, ცეცხლგამძლეობას და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს. Აღსანიშნავია, რომ “ქართული მილის” საკაბელო გოფრირებული მილები სრულად აკმაყოფილებს EN 61386-1:2008 და EN 61386-24:2010 მოთხოვნებს,რაც უზრუნველყოფს მილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას. 

Კომპანიის თითქმის 10 წლიანი გამოცდილება: 

Კომპანია Geopipe-მა საკაბელო გოფრირებული მილების წარმოება 2017 წლიდან დაიწყო, კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა გახლდათ. Მილების დამზადების 7 წლიანი გამოცდილება მათ საშუალებას აძლევთ დაამზადონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მქონე პროდუქტი. 

საკაბელო გოფრირებული მილების გამოყენება:

ელექტრული გაყვანილობისთვის: 

საკაბელო გოფრირებული მილები ფართოდ გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო გაყვანილობის სისტემებში, რაც იცავს ელექტრო კაბელებს ფიზიკური დაზიანებისა და გარემო ფაქტორებისგან. ეს მილები უზრუნველყოფს იზოლაციის დამატებით ფენას, რომელიც იცავს  კაბელებს ისეთი ელექტრული საფრთხისგან, როგორიცაა მოკლე ჩართვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ძაბვის მქონე ადგილებში, სადაც იზოლაციის გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ავარიები ან ხანძარი.

სატელეკომუნიკაციო კაბელების დასაცავად:

საკაბელო გოფრირებული მილები  ჩვეულებრივ გამოიყენება ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა სატელეკომუნიკაციო კაბელების დასაცავად, სიგნალის მთლიანობის უზრუნველსაყოფად და გარე ფაქტორებით განპირობებული დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

Მიწისქვეშა გაყვანილობისთვის: 

Საკაბელო გოფრირებული მილები სტრუქტურიდან გამომდინარე მარტივად გამოსაყენებლია მიწისქვეშა ელექტრო და საკომუნიკაციო ქსელების გასაყვანად. 

Მშენებლობისთვის: 

 გამოიყენება მშენებლობის დროს კაბელების ორგანიზებისათვის, დაზიანების რისკის შესამცირებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

Ინფრასტრუქტურულ პროექტებში: 

Საკაბელო მილები Გამოიყენება ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა გზების გაყვანა, რკინიგზისა და ხიდების მშენებლობა, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების დაცვა, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. 

Კაბელების მღრღნელებისა და მავნებლებისგან დასაცავად:

ზოგიერთ გარემოში, კაბელები შეიძლება დაზიანდეს მღრღნელების ან მავნებლების მიერ. გოფრირებული მილები გვთავაზობს ბარიერს ასეთი საფრთხის წინააღმდეგ, ინარჩუნებს კაბელების მთლიანობას და უზრუნველყოფს მის მღრღნელებისგან დაცულობას. 

გამძლეობის, მოქნილობის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარემოს დაცვითი მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკაბელო გოფრირებული მილები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ელექტრული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოებაში. მათი მტკიცე დიზაინი და სტრუქტურა ამცირებს სხვადასხვა რისკებს, რაც მათ საიმედოს ხდის სხვადასხვა  პირობებში  გამოსაყენებლად. 

გაზიარება:

მეტი სიახლე

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად მოწყობილმა სადრენაჟე სისტემამ?

სადრენაჟე სისტემა არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ეფექტიანი ტრანსპორტირებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დაგროვება და

როგორ ავაწყოთ ეფექტური და საიმედო სარწყავი სისტემა პოლიეთილენის მილებით

სარწყავი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის მილებით ეფექტური და გრძელვადიანია. ამ ტიპის მილები მდგრადია გარემო პირობების მიმართ და მარტივია დასამონტაჟებლად. პოლიეთილენის მილებით

სანიაღვრე ქსელის აწყობა

სანიაღვრე ქსელის აწყობა  სანიაღვრე ქსელის მოწყობა გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით ასფალტის დაგებამდე მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს, თუმცა ამ ეტაპებზე

Start typing to see products you are looking for.