პოლიეთილენის სასმელი წყლის და გაზის მილები

პოლიეთილენის მილები ფართოდ გამოიყენება როგორც სასმელი წყლის, ასევე გაზის სისტემებში მათი მრავალფუნქციურობის, გამძლეობისა და უსაფრთხო მოხმარებიდან გამომდინარე. 

პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილების მახასიათებლები:

HDPE potable storage pipe, HDPE pipeline.

Პოლიეთილენის Მილების დიამეტრი და წნევის დიაპაზონი:

პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილების დიამეტრი 20 მმ-დან 630 მმ-მდე, ხოლო წნევის დიაპაზონი PN6-დან PN25-მდეა.პოლიეთილენის მილების წნევის დიაპაზონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხო და ხანგრძლივი გამოყენებისთვის, როგორც სასმელი წყლის, ასევე გაზის სისტემებში. Georpipe -ის მილების მახასიათებლები სრულ თანხვედრაში მოდის სტანდარტებთან, რაც ხელს უწყობს სისტემის მთლიანობის შენარჩუნებას და გამძლეობას. 

პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილების უპირატესობები:

  • მასალა და სტრუქტურა:

Მილების დასამზადებლად გამოყენებული მასალა ქიმიურად ნეიტრალურია, არ გამოყოფს რაიმე ნივთიერებას და არც რეაქციაში შედის. აქედან გამომდინარე, იგი გაზისა და სასმელი წყლისთვის საუკეთესო არჩევანია, რადგან  არ ცვლის აირისა და სითხის შემადგენლობას. 

  • Სიმსუბუქე და მარტივი მონტაჟის შესაძლებლობა: 

პოლიეთილენის სასმელი წყლის და გაზის მილები ძალიან მსუბუქია და მარტივად იჭრება, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.გარდა ამისა სისტემის დამონტაჟება და მილების დაერთება მარტივი და უსაფრთხო პროცესია, ძირითადად ხდება ელექტროდიფუზიური შეერთებით, რაც გულისხმობს მილის შეერთებას გარე ზედაპირის დნობით, ელექტრული ინდუცირებული სითბოს წყაროს გამოყენებით. გამდნარი მასალა უერთდება შესაბამის ფიტინგს და ქმნის ძლიერ შეერთებას, რის გამოც იგი იდეალურია გაზისა და წყლის მილებისთვის, ვინაიდან მყარი შეერთება გამორიცხავს გაჟონვას და სისტემას უსაფრთხოს ხდის. 

  • Პოლიეთილენის მილების Გამძლეობა:

პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილების გამძლეობა საშუალოდ 50 წელია,რაც იმას ნიშნავს,რომ  ამ ხნის განმავლობაში, გაზისა და წყლის სისტემები დაცული იქნება. Მილები მდგრადია კოროზიისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რაც მას იდეალურს ხდის სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის.

  • ეკომეგობრულობა:

მილები ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან იგი დამზადებულია გადამუშავებადი მასალისგან, რაც ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

  • Პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილების  უსაფრთხოება და სტანდარტებთან შესაბამისობა: 

პოლიეთილენის გაზის მილები შეესაბამება ISO 17484-1:2012 და EN 155-2:2021 სტანდარტებს, რაც ხაზს უსვამს მის ხარისხს,  შესაბამისად მინიმუმამდეა დაყვანილი რაიმე სახის დაზიანებისა და გაჟონვის რისკები.  

Ასევე, Სრულ შესაბამისობაშია  პოლიეთილენის სასმელი წყლის მილები EN 12201-2:2011 და IOS 4427-1:2019 სტანდარდებთან. Მილები არ უცვლის წყალს გემოსა და შემადგენლობას და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. 

  • Ხარჯების სიმცირე:

პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილებს ტრადიციულ მასალებთან შედარებით ბევრად ნაკლები  ხარჯი სჭირდება. Ეს გამოწვეულია მილების დაბალი ფასით, გამძლეობით,  მარტივად ტრანსპორტირებითა და  მონტაჟით. Გარდა ამისა, პოლიეთილენის სასმელი წყლის მილების შიდა ზედაპირის სიგლუვის გამო წყლის ნაკადს არ აქვს წინაღობა და მასში წყლის გატარებას ნაკლები ელექტროენერგია და შესაბამისად, ნაკლები ხარჯები სჭირდება.

  • გაზის “უხმო” ტრანსპორტირება:

Იქიდან გამომდინარე, რომ პოლიეთილენი არ ატარებს ბგერას, გაზის მილები  “უხმო” და “მშვიდია” ,შესაბამისად ძალიან მარტივია პოლიეთილენის გაზის მილებით მოწყობილი სისტემის აწყობა. 

Სად შეიძლება გამოიყენოთ პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილები: 

Პოლიეთილენის Წყლის მილების გამოყენება: 

Საცხოვრებელი სახლების წყალმომარაგება: 

Პოლიეთილენის მილები ფართოდ გამოიყენება საცხოვრებელი სახლების სანტექნიკის სისტემით  უზრუნველსაყოფად. Მილების მოქნილობისა და მონტაჟის სიმარტივის გამო პოლიეთილენის მილები იდეალური გამოსავალია განსაკუთრებით რთული რელიეფის მქონე ადგილებისთვის. 

Მუნიციპალიტეტების წყალმომარაგება: 

პოლიეთილენის მილებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ სხვადასხვა წნევას და მოსახერხებელია დიდ მანძილზე წყლის ტრანსპორტირებისთვის, რაც მათ იდეალურს ხდის მუნიციპალიტეტების წყლის მომარაგების სისტემის მოსაწყობად. 

სასოფლო-სამეურნეო სარწყავი სისტემები:

Პოლიეთილენის მილები გამოიყენება სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემების გასაყვანად, რაც უზრუნველყოფს წყლის საიმედო მიწოდებას,ამასთანავე მილები მდგრადი და გამძლეა ქიმიკატების მიმართ, რომელიც გვხვდება სასუქებსა და პესტიციდებში. 

Პოლიეთილენის Გაზის მილების გამოყენება: 

Საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული შენობების გაზმომარაგება:

პოლიეთილენის მილები გამოიყენება საცხოვრებელი და კომერციული შენობების ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის. Კარგად უძლებს გარემოს ტემპერატურის ცვალებადობას და სქელი კედლის მეშვეობით მინიმუმამდე დაჰყავს გაზის გაჟონვის შანსი. 

Გაზის დისტრიბუცია მუნიციპალიტეტებში: 

მუნიციპალური გაზის ქსელები იყენებენ პოლიეთილენის მილებს მუნიციპალიტეტებში გაზის განაწილებისთვის.პოლიეთილენის მილების Მაღალი წნევის დიაპაზონი გაზის დიდ მანძილზე ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.

სამრეწველო გაზმომარაგება:

Პოლიეთილენის მილები სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამრეწველო გაზსადენებში მათი უნიკალური უპირატესობების გამო, როგორიცაა მოქნილობა, კოროზიის მიმართ მდგრადობა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა. 

Აქედან გამომდინარე პოლიეთილენის მილები საიმედო არჩევანია როგორც სასმელი წყლის, ასევე გაზმომარაგების სისტემებისთვის მათი გამძლეობის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გამო  პოლიეთილენის მილები საუკეთესო არჩევანია თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. 

გაზიარება:

მეტი სიახლე

მილების ევოლუცია: თიხის მილებიდან პოლიეთილამდე

მილების ისტორია კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პირველი მილი ჯერ კიდევ ძველ ცივილიზაციებში გაჩნდა, როდესაც ადამიანებმა წყლის მიწოდებისა და დრენაჟის

აზბესტის წყალსადენი მილის რისკები და თანამედროვე უსაფრთხო ალტერნატივა

აზბესტი – უხილავი მკვლელი აზბესტის მილები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით კი წყალმომარაგების სისტემებში დღეს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ

საკაბელო მილები

პოლიეთილენის საკაბელო მილები: დაქსელვის სისტემების საიმედოობის საფუძველი

თანამედროვე  საკაბელო ქსელური ინფრასტრუქტურა, იქნება ეს ელექტროენერგიის, საკომუნიკაციო, თუ მონაცემთა გადაცემის სისტემები, საჭიროებს უსაფრთხო, გამძლე და საიმედო მილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ

წყლის მილების უსაფრთხოება

წყლის მილების უსაფრთხოება: გამოწვევები და გადაჭრის გზები

წყლის მილების სისტემის უსაფრთხოება თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან.მიუხედავად ტექნოლოგიური

Start typing to see products you are looking for.