ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ გაზის სადენების სისტემების ასაწყობად, არის პოლიეთილენი (PE). ეს მასალა გამოირჩევა მრავალი უპირატესობით, მათ შორის მდგრადობით, მოქნილობით და გამძლეობით.
სისტემის ასაწყობად საჭირო ელემენტები:
გაზის სისტემის აწყობა პოლიეთილენის მილებით, სისტემის საიმედოობისა და უსაფრთხოებისთვის მოითხოვს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:
- პოლიეთილენის მილი: მთავარი კომპონენტი, რომელიც გამოიყენება გაზის ტრანსპორტირებისთვის.
- ფიტინგები: ფიტინგები სისტემაში გამოიყენება მილების დასაერთებლად ან მიმართულების შესაცვლელად. გაზის სისტემებში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ფიტინგები, ძირითადად მაღალი წნევის მქონე, რომლებიც უზრუნველყოფს მჭიდრო და უსაფრთხო კავშირს მილებს შორის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც გაზის წნევა მაღალია, ასევე გამოიყენება:
- სამკაპი: მილების გადაკვეთისთვის.
- ადაპტორები: სხვადასხვა დიამეტრის მილების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
- მონტაჟისთვის საჭირო აპარატი:
პოლიეთილენის მილების სისტემის მონტაჟისთვის არსებობს რამდენიმე ძირითადი მეთოდი, თითოეულ მათგანს აქვს უპირატესობები და საჭიროებები. ამ სამ მეთოდის დეტალური განხილვა დაგეხმარებათ უფრო სწორად შეარჩიოთ სწორი ტექნიკა თქვენი პროექტისთვის.
- პირი-პირზე დადუღება
ეს მეთოდი გულისხმობს მილის ბოლოების შერწყმას მაღალი ტემპერატურის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ და გრძელვადიან კავშირს.
- ელექტრო ფუზიური დადუღება
ელექტრო დიფუზიური დადუღება არის ტექნოლოგია, სადაც ელექტროენერგია გამოიყენება მილების და ფიტინგების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
- სარქველები და ონკანები: სისტემა მოითხოვს რეგულაციასა და უსაფრთხოების ზომების მიღებას სარქველები უზრუნველყოფენ, გაზის ნაკადის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში სისტემის გადაკეტვას.
- დაცვის კომპონენტები: მილების გარე ნაწილი შეიძლება დაფარული იყოს სპეციალური საფარით ან გარსით გარე ზემოქმედებისგან, როგორიცაა მექანიკური დაზიანებები, ულტრაიისფერი სხივები ან ტემპერატურის ცვლილებების მილების დასაცავად.
პოლიეთილენის მილების და ფიტინგების მნიშვნელობა
პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების სწორად შერჩევა სისტემის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ფიტინგები უზრუნველყოფს მილების მჭიდრო და ჰერმეტულ კავშირს. თანამედროვე ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ფიტინგები, რომელთა სწორად შერჩევა დამოკიდებულია მილების დიამეტრზე და გამოყენების სპეციფიკაზე.
პოლიეთილენის მილების უპირატესობები
პოლიეთილენის მილები (PE) ფართოდ გამოიყენება გაზის სადენების სისტემებში და გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
- გამძლეობა: პოლიეთილენი მდგრადია კოროზიის, ქიმიური ზემოქმედებების და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ. ეს მასალა გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით და მინიმალური მოვლის საჭიროებით.
- მოქნილობა:პოლიეთილენის მილების მოქნილობიდან გამომდინარე სისტემა მარტივად ერგება რთულ ტოპოგრაფიულ პირობებს, ამავდროულად მცირეა მათი დაზიანების რისკი, რაც გაზის სისტემებისთვის უმნიშვნელოვანესია.
- ჰერმეტულობა და უსაფრთხოება: პოლიეთილენის მილები გამორჩეულად ჰერმეტულია, რაც უზრუნველყოფს გაზის გაჟონვისგან დაცვას და შესაბამისად, სისტემის უსაფრთხოებას.
- ეკოლოგიური სისუფთავე: მილები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და სრულად ეკოლოგიურია, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის.
პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შერჩევისას, კომპანია “ქართული მილი” საიმედო არჩევანია თქვენი გაზის სისტემისთვის. ის წარმოადგენს წამყვან მწარმოებელს გაზმომარაგების პოლიეთილენის მილების სფეროში, რომელიც 2017 წლიდან აწვდის მაღალი ხარისხის პროდუქციას ბაზარს. კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს მილებს 20 მმ-დან 630 მმ-მდე დიამეტრით, რაც აკმაყოფილებს პრაქტიკულად ნებისმიერი მასშტაბის პროექტის მოთხოვნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია წნევის ფართო დიაპაზონი PN6-დან PN25-მდე, რაც უზრუნველყოფს მილების გამოყენების შესაძლებლობას სხვადასხვა ტიპის სისტემებში.
“ქართული მილის” პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და შესაბამისობით საერთაშორისო სტანდარტებთან. გაზმომარაგების PE100 მილები შეესაბამება ISO 17484-1:2012 და EN 155-2:2021 სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას გაზის სისტემების მკაცრ უსაფრთხოების მოთხოვნებთან.
უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხო პირობებიდან გამომდინარე მომხმარებლებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ირჩევენ უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და გრძელვადიან მილების სისტემას თავიანთი გაზმომარაგების პროექტებისთვის.
ინსტალაციის პროცესი
- წინასწარი გეგმის შედგენა: ინსტალაციის დაწყებამდე აუცილებელია დეტალური გეგმის შედგენა, რომელიც მოიცავს მილების ზომების განსაზღვრასა და ფიტინგების სწორად შერჩევას.
- სამუშაო პირობების შეფასება: ინსტალაციისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ გარემოს პირობები, მათ შორის მიწის ტოპოგრაფია, ტემპერატურა და სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინსტალაციის პროცესზე.
- საჭირო უსაფრთხოების ზომების დაცვა: ინსტალაციისას აუცილებელია ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომების დაცვა. ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ტესტირების და გაჟონვის შემოწმების ჩატარება.
- გაჟონვის ტესტირება: ინსტალაციის დასრულების შემდეგ აუცილებელია სისტემის შემოწმება. ეს შეიძლება მოიცავდეს ჰაერის ან გაზის წნევის გამოყენებით სისტემის ტესტირებას, რათა დარწმუნდეთ, რომ მილები და ფიტინგები სწორად არის დამონტაჟებული.
პოლიეთილენის მილებითა და ფიტინგებით შექმნილი გაზგაყვანილობის სისტემები თანამედროვე გადაწყვეტილებაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას, გამძლეობას და ეფექტიანობას. მათი სწორი შერჩევა, ინსტალაცია და ტესტირება კრიტიკულია, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური საფრთხეები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ შესაბამისი სტანდარტები და გაითვალისწინოთ ყველა საჭირო დეტალი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და გრძელვადიანი სისტემის შექმნას.
სტანდარტები და რეგულაციები
პოლიეთილენის გაზგაყვანილობის სისტემების წარმოება და ინსტალაცია რეგულირდება საერთაშორისო სტანდარტებით. მნიშვნელოვანია, რომ მასალები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება გაზგაყვანილობის სისტემაში, იყოს სერტიფიცირებული. ყველა პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნებს.