გარე საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. სწორად შერჩეული მილები უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას მრავალი წლის განმავლობაში. განვიხილოთ გარე კანალიზაციის მილების ძირითადი მახასიათებლები და შერჩევის კრიტერიუმები.
გარე კანალიზაციის მილის ტიპები
Гофрированные Трубы
- ორშრიანი კონსტრუქცია: გარე გოფრირებული და შიდა გლუვი შრე
- მაღალი მოქნილობა და სიმტკიცე
- გოფრირებული მილის სიმტკიცის კლასები: SN4, SN8, SN12, SN16
- დიამეტრები: 100 მმ-დან 1600 მმ-მდე
გოფრირებული მილის უპირატესობები:
- მსუბუქი წონა
- მარტივი მონტაჟი
- მაღალი გამძლეობა მექანიკური დაზიანებების მიმართ
- კარგი ჰიდრავლიკური მახასიათებლები გლუვი შიდა ზედაპირის გამო
სპირალურ-გოფრირებული მილები გარე კანალიზაციისათვის
- სპირალური პროფილით გაძლიერებული კონსტრუქცია
- განსაკუთრებით მაღალი რადიალური სიმტკიცე
- სპირალურ-გოფრირებული მილების სიმტკიცის კლასები: SN4, SN8, SN12, SN16
- სპირალურ-გოფრირებული მილების დიამეტრები: 1000 მმ-დან 1600 მმ-მდე
სპირალურ-გოფრირებული მილის უპირატესობები:
- განსაკუთრებით მაღალი მდგრადობა დეფორმაციების მიმართ
- სხვა მილებთან შედარებით ყველაზე დიდი დიამეტრის მილის დამზადების შესაძლებლობა
- გამოიყენება მძიმე დატვირთვების პირობებში
Полипропиленовые Трубы
- ერთშრიანი მყარი კონსტრუქცია
- მაღალი ქიმიური მდგრადობა
- პოლიპროპელინის მილის დიამეტრის დიაპაზონი არის 50 მმ-დან 160 მმ-მდე და სიგრძე 100 მმ-დან 3000 მმ-მდე.
პოლიპროპელინის მილის უპირატესობები:
- მაღალი ტემპერატურული მდგრადობა (-20°C-დან +95°C-მდე)
- კარგი ქიმიური გამძლეობა
- მარტივი შეერთება
გარე კანალიზაციის მილის შერჩევის კრიტერიუმები:
1. გარე კანალიზაციის მილის მილის მასალა
გარე კანალიზაციის მილები მზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელთა არჩევა დამოკიდებულია სისტემის გარემო პირობებზე და მიზნობრივ გამოყენებაზე. ყველაზე გავრცელებული მასალებია:
- პოლიეთილენი – ეს მასალა გამძლეა, აქვს მაღალი მოქნილობა და მდგრადია სხვადასხვა ქიმიკატების მიმართ, რაც მას იდეალურს ხდის გარე კანალიზაციის სისტემებისთვის.
- პოლიპროპილენი– ამ მასალას აქვს მაღალი ტემპერატურული მდგრადობა, რის გამოც ის იდეალურია მაგისტრალური მილსისტემებისთვის.
2. მილის დიამეტრი
მილის დიამეტრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან იგი განსაზღვრავს სისტემის გამტარუნარიანობას. გარე კანალიზაციის მილების დიამეტრი შეიძლება იყოს:
- მცირე დიამეტრი (100-200 მმ) – გამოიყენება სახლის ან მცირე ტერიტორიების კანალიზაციისთვის, სადაც ნაკლებად დიდი წყლის ნაკადებია.
- საშუალო დიამეტრი (300-600 მმ) – გამოიყენება საოჯახო და ადგილობრივი დასახლებების ქსელებში.
- დიდი დიამეტრი (800 მმ და მეტი) – საჭირო ხდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, როგორიცაა ქალაქების ან სამრეწველო ზონების კანალიზაციის სისტემები.
3.გარე კანალიზაციის მილის ჰიდრავლიკური მახასიათებლები
გარე კანალიზაციის მილების სწორად შერჩევა დამოკიდებულია მათ ჰიდრავლიკურ მახასიათებლებზე, რაც განსაზღვრავს წყლის სწორად გადინებას და სისტემის ეფექტურობას. ჰიდრავლიკური გათვლები უნდა მოიცავდეს:
- წყლის ნაკადის რაოდენობას – რაც უფრო დიდია ნაკადი, მით უფრო დიდი დიამეტრის მქონე მილია საჭირო.
4. მიწის სტრუქტურა და დატვირთვა
მიწის ტიპი და მილის დატვირთვა არის კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მილის არჩევაში. მაგალითად, თუ სისტემა განთავსებულია უხვად დატვირთულ ტერიტორიაზე (გზებზე, სამრეწველო ზონებში), საჭიროა მილის უფრო მაღალი გამძლეობა. სწორედ ამ მიზეზით გამოიყენება Гофрированные Трубы, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა SN კლასებს (SN4, SN8, SN12 და SN16). მძიმე ტრანსპორტით დატვირთული გზები მოითხოვენ მაღალი სიმტკიცის მქონე მილებს დიდი დაწოლის გასაძლებად.
5. გარე კანალიზაციის მილის ტემპერატურული პირობები
გარე კანალიზაციის მილები აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული გარემოში მოქმედი ტემპერატურული პირობების მიმართ. გარკვეული ტიპის მილები გათვლილია მხოლოდ მაღალი ან დაბალი ტემპერატურისთვის, ამიტომ აუცილებელია მათი სწორად შერჩევა.
7. გარე კანალიზაციის მილის ფიტინგები
გარე კანალიზაციის მილებში ასევე აუცილებელია სწორი ფიტინგების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ მილის შეერთების ხარისხს. Фитинги უზრუნველყოფენ არამარტო ეფექტურ შეერთებას, არამედ მდგრადობას და მტკიცე დამაგრებას, რაც მნიშვნელოვნად წაადგება სისტემის უსაფრთხოებას.
დამატებითი რჩევები:
- რეგულარულად შეამოწმეთ გარე კანალიზაციის სისტემა: დროულად აღმოაჩინეთ და გამოასწორეთ პრობლემები.
- გამოიყენეთ ხარისხიანი მასალები და ინსტრუმენტები.
- მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციებს, რათა სისტემის დიზაინი და გამოყენება იყოს ოპტიმალურად მორგებული პროექტის საჭიროებებზე.
რას გთავაზობს კომპანია “ქართული მილი” საკანალიზაციო სისტემებისთვის?!
„ქართული მილი“ გთავაზობთ საკანალიზაციო და სანიაღვრე მილების ფართო ასორტიმენტს, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანია აწარმოებს როგორც გოფრირებულ, ასევე სპირალურ გოფრირებულ მილებს, რომელთა დიამეტრი 100 მმ-დან 1600 მმ-მდე მერყეობს. მილები ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიმტკიცის კლასებში: SN4, SN8, SN12 და SN16, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ გამძლეობასა და მრავალფეროვან გამოყენებას.
გარდა ამისა, „ქართული მილი“ აწარმოებს პოლიეთილენის და პოლიპროპილენის (PPR) მილებს, რომლებიც მდგრადია მაღალი ტემპერატურების და კომუნალური დატვირთვების მიმართ.
პოლიპროპელინის მილები დიამეტრი 50 მმ-დან 160 მმ-მდეა, ის განკუთვნილია გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის და სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნებს. ყველა პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებით და სრულად შეესაბამება EN 13476-3:2018 სტანდარტებს.
ამასთანავე, კომპანიაში “ქართული მილი” თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიტინგები, როგორც გოფრირებული, ასევე პოლიპროპელინის საკანალიზაციო სისტემებისთვის.
როგორ შევუკვეთოთ კანალიზაციის სხვადასხვა ტიპის მილები კომპანიაში “ქართული მილი”?
„ქართულ მილთან” მარტივი კომუნიკაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
- ტელეფონით: +995 551 03 03 03
- ელფოსტით: info@geopipe.ge
- ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.geopipe.ge/contact-us/
- მისამართი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N42
ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ საკანალიზაციო მილების შერჩევაში და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს კონსულტაციისთვის.