ჩვენი მილები უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება

ხარისხიანი, გამძლე და კომფორტული მილების დასამზადებლად უპირობოდ საჭიროა კარგი ნედლეული, რადგან მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მილის თვისებების, ფუნქციონირებისა და მახასიათებლების განსაზღვრაში. „ქართული მილის“ ფუნდამენტური ღირებულებაც სწორედ ხარისხიანი ნედლეულის შერჩევაა, დასაწყისშივე ხარისხზე ფიქრი წარმოების სრული გზის ექსპერტულად გავლასა და თქვენამდე სრულყოფილი მასალის მოტანაში გვეხმარება.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ პლასტმასის მილებს, კერძოდ კი პოლიეთილენისა და პოლიპროპილენისგან დამზადებულს. პოლიეთილენისგან მზადდება: პოლიეთილენის სასმელი წყლის და გაზის მილი და აგრეთვე პოლიეთილენის საკაბელო გოფრირებული მილები. ყოველი მათგანი მაღალი სტანდარტების, დახვეწილი დიზაინისა და საიმედო თვისებების მქონეა, თუმცა უმთავრესი მაინც ისაა, რომ დამზადებულია ხარისხიანი, საგულდაგულოდ შერჩეული  ნედლეულისგან, რომელიც მილს სხვადასხვა სახის აპლიკაციებისთვის იდეალურს ხდის.

პოლიეთილენი (PE100) ინდუსტრიებში ფართოდ გამოყენებადი ელასტიური, სინთეზური ნივთიერებაა, რომელსაც სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ხშირად ვხვდებით.  ჩვენ ვიყენებთ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს (HDPE), იგი გახლავთ თერმოპლასტიკური პოლიმერი, რომელიც სიმკვრივის მაღალი თანაფარდობითაა ცნობილი. მასზე არჩევანი მრავალფეროვნებისა და სიმსუბუქის გამო შევაჩერეთ. აგრეთვე, იგი გამოყოფს ჩვეულებრივ პოლიეთილენთან შედარებით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს, რის გამოც ნაკლებად საზიანოა ეკომეგობრული გარემოსთვის. ამ პროდუქტის პირველადი ნედლეული არის ეთილენი, ნახშირწყალბადი, რომელიც ძირითადად ბუნებრივი აირის ან ნავთობისგან მიიღება. შემდეგ ის გადის ჯაჭვურ რეაქციებს პოლიეთილენის მოლეკულების გრძელი ჯაჭვების წარმოქმნით. ამ პროცესში გამოიყენება კატალიზატორები პოლიმერიზაციის დასაწყებად და გასაკონტროლებლად, რაც სასურველი მოლეკულური სტრუქტურისა და თვისებების მიღწევას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთი მოლეკულური სტრუქტურა აძლევს მას სიმტკიცეს და გამძლეობას სხვადასხვა ქიმიკატებისა და გარემო ფაქტორების მიმართ.

პოლიმერიზაციის დროს, ეთილენის გარდა ემატება თანამონომერები, რომლებიც ცხადია ეთილენთან თავსებადობითაა შერჩეული და მიზნად მასალის მექანიკური და ქიმიური თვისებების გაუმჯობესებას ისახავს. თანამონომერები აძლიერებენ გოფრირებული მილების მდგრადობასა და გამძლეობას, რაც როგორც საკაბელო, ისე გაზისა და წყლის მილებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შემადგენლობაში შედის დანამატებიც, როგორიცაა ანტიოქსიდანტები და ულტრაიისფერი სტაბილიზატორები, რომლებიც თქვენს მილებს მკაცრი გარემო პირობებისგან იცავს და ხანგრძლივ საიმედო მომსახურებას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი შემადგენელია საპოხი და დამხმარე საშუალებები, ისინი აუმჯობესებენ  დნობის ნაკადის თვისებებსა და აძლიერებენ ექსტრუზიის პროცესს. მილის ფერის შესაცვლელად HDPE-ს შეიძლება დაემატოს საღებავი, მათი განსხვავების, ან უბრალოდ ესთეტიკური მიზნით, თუმცა ნეიტრალურობის და შიგთავსის ხილვადობის გამო, იგი ძირითადად გამჭვირვალე, ან რძისფერი თეთრია. მილების მსგავსად, ასეთივე ხარისხიანი მასალით მზადდება გოფრე, რომელიც თქვენს სისტემას კიდევ უფრო მტკიცეს ხდის და გაჟონვას გამორიცხავს.

მთლიანობაში, ხარისხიანი ნედლეულის შემცველი მილების არჩევა უზრუნველყოფს საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას სხვადასხვა სისტემებში, იქნება ეს სანტექნიკა, სამრეწველო თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. ბაზარზე ინოვაციური  „ქართული მილის“ კონკურენტული სახელისა და წარმატების საფუძველი სწორედ ხარისხიანი ნედლეულია.

Поделиться:

Узнать Больше

მილების ევოლუცია: თიხის მილებიდან პოლიეთილამდე

მილების ისტორია კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პირველი მილი ჯერ კიდევ ძველ ცივილიზაციებში გაჩნდა, როდესაც ადამიანებმა წყლის მიწოდებისა და დრენაჟის

აზბესტის წყალსადენი მილის რისკები და თანამედროვე უსაფრთხო ალტერნატივა

აზბესტი – უხილავი მკვლელი აზბესტის მილები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით კი წყალმომარაგების სისტემებში დღეს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ

საკაბელო მილები

პოლიეთილენის საკაბელო მილები: დაქსელვის სისტემების საიმედოობის საფუძველი

თანამედროვე  საკაბელო ქსელური ინფრასტრუქტურა, იქნება ეს ელექტროენერგიის, საკომუნიკაციო, თუ მონაცემთა გადაცემის სისტემები, საჭიროებს უსაფრთხო, გამძლე და საიმედო მილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ

წყლის მილების უსაფრთხოება

წყლის მილების უსაფრთხოება: გამოწვევები და გადაჭრის გზები

წყლის მილების სისტემის უსაფრთხოება თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან.მიუხედავად ტექნოლოგიური

Start typing to see products you are looking for.