სანიაღვრე ქსელის აწყობა

სანიაღვრე ქსელის აწყობა 

სანიაღვრე ქსელის მოწყობა გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით ასფალტის დაგებამდე მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს, თუმცა ამ ეტაპებზე გადასვალმდე განვიხილოთ ის ელემენტები, რომელიც აუცილებელია სანიაღვრე  სისტემის ასაწყობად: 

ქსელის ელემენტები:

სანიაღვრე არხები: ეს არის ღია ან დახურული არხები, რომლებიც მიმართავენ წყალს ძირითადი სანიაღვრე მილებისკენ.

სანიაღვრე მილები: ისინი განლაგებულია მიწის ქვეშ და გამოიყენება წვიმისა და მიწისქვეშა წყლების სამართავად. 

დამაკავშირებელი ჭები: ამ ელემენტების მეშვეობით ხდება სისტემის მონიტორინგი. 

Რაც შეეხება უშუალოდ სანიაღვრე ქსელის აწყობას, ეს პროცესი შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: 

1. სანიაღვრე ქსელის დიზაინი და დაგეგმვა გოფრირებული და სპირალურ გოფირებული მილებით

გეოლოგიური კვლევა: პირველ რიგში, საჭიროა ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. უნდა შემოწმდეს მიწის ქვეშ არსებული მდგომარეობა, რათა ზუსტად განისაზღვროს მილების დამონტაჟების სიღრმე და განლაგება.

ქსელის დიზაინი: პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს სანიაღვრე ქსელის გეომეტრია, მილის ზომები, დახრილობა და კავშირები, რათა წყლის მოძრაობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

2. მიწის სამუშაოები და არხების მომზადება

გათხრითი სამუშაოები: პირველი ეტაპი მოიცავს არხების გათხრას განსაზღვრული სიღრმითა და სიგანით. არხები გათხრილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოს გოფრირებული ან სპირალურ გოფრირებული სანიაღვრე მილების სწორად განლაგება და წყლის დინების ეფექტურობა. გათხრა ასევე მოიცავს იმ მანძილის გათვალისწინებას, რაც აუცილებელია მილების დასაწყობად და მათ გარშემო არსებული სივრცის შესათვისებლად.

სადრენაჟო ბაზის მომზადება: არხის ძირში მოთავსებულია ქვიშისა და ხრეშის ფენა, რომელიც ასრულებს დრენაჟის ფუნქციას და ხელს უწყობს მილების გარშემო წყლის დაგროვებას. ეს ფენა ასევე უზრუნველყოფს მილების სწორ და მყარ განლაგებას, რაც ხელს უშლის მათ გადაადგილებას უხვი ნალექის პირობებში. 

3. გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილების განლაგება

მილების მონტაჟი: გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილები განლაგებულია არხებში. მათი მოქნილი სტრუქტურა და გამძლეობა საშუალებას იძლევა, რომ მილები ადვილად განთავასდეს მიწაში და მოერგოს ყველანაირი ტიპის ნიადაგს.

მილების მყარი კავშირის უზრუნველყოფა: მილების ერთმანეთთან დაკავშირება ხდება სპეციალური ფიტინგებით ან დიფუზური შედუღებით, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას.ფიტინგები გამოიყენება მილის მოსახვევებში, კვანძებში და სხვადასხვა მილის მონაკვეთების შეერთებაში, რათა სისტემა იყოს ერთიანი და მყარი.

Компания “ქართული მილი” გთავაზობთ სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად ყველა საჭირო ელემენტს, სანიაღვრე და საკანალიზაციო გოფრირებულ მილებს დიამეტრით 100 მმ-დან 1600 მმ-მდე, სხვადასხვა სიმტკიცის კლასებში: SN4, SN8, SN12 და SN16.

ასევე,სპირალურ გოფრირებულ მილებს დიამეტრით 100 მმ-დან 1600 მმ-მდე,SN4, SN8, SN12 და SN16 სიმტკიცის კლასებში. 

აღსანიშნავია,რომ “ქართული მილის” მიერ დამზადებული მილები სრულად შეესაბამება EN 13476-3:2018,  სტანდარტებს.

4. გრუნტის შევსება

მილების დაფარვა: მილების გარშემო ხდება გრუნტის დასხმა, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას და სტაბილურობას. თავდაპირველად, გოფრირებული მილების გარშემო შევსებული მასალა უნდა იყოს ქვიშა ან ხრეში, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა და დრენაჟი.

არხების ამოვსება: გრუნტის შევსების შემდეგ, არხი ივსება მიწით, რომელიც მჭიდროდ იჭერს მილებს და უზრუნველყოფს საძირკველის სიმყარეს.

5. დამხმარე ელემენტების მონტაჟი

სანიაღვრე ქსელების დამხმარე ელემენტების მონტაჟი აუცილებელია, რათა სისტემამ სრულყოფილად და ეფექტურად იმუშაოს. ეს ელემენტები უზრუნველყოფენ წყლის მოძრაობის მართვას, სისტემის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას. აქ არის ძირითადი დამხმარე ელემენტების ჩამონათვალი და მათი მონტაჟის პროცესი:

მიმღები ჭები: განსაზღვრულ წერტილებში განლაგებულია ჭები, რომლებსაც აქვთ სისტემის მონიტორინგისა და მომსახურების ფუნქცია.

ფილტრები და სანიაღვრე სისტემები: ეს ელემენტები უზრუნველყოფენ, რომ სანიაღვრე ქსელში მოხვედრილი წყალი იყოს გაწმენდილი მყარი ნაწილაკებისგან.

დამხმარე ელემენტების სწორი მონტაჟი და მოვლა უზრუნველყოფს სანიაღვრე ქსელის გამართულ მუშაობას და მის ხანგრძლივობას. ისინი აუცილებელია, რათა სისტემა ფუნქციონირებდეს როგორც წყლის გადამტანი და ნარჩენების ფილტრაციის საშუალება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ წყალგადინებას.

6. ქსელის შემოწმება

სანიაღვრე ქსელის შემოწმება აუცილებელია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ მის გამართულ მუშაობაში და დროულად აღმოაჩინოთ და გამოასწოროთ ნებისმიერი პრობლემა. 

წყლის ნაკადის ტესტი: სისტემა უნდა გაიტესტოს წყლის მიწოდებით,წყლის ნაკადის ტესტირება საშუალებას იძლევა განსაზღვრული იყოს, გადის თუ არა წყალი გოფრირებულ თუ სპირალურ გოფრირებულ მილში და კვანძში სწორად. ამ პროცესის დროს, წყალი ჩაედინება სისტემაში და ხდება მისი ნაკადის შემოწმება.

7. მიწის უკან დაბრუნება და ასფალტის დაგება

მილების დაფარვა: მილების დამონტაჟების შემდეგ ხდება მათი დაფარვა ხრეშით ან ქვიშით, საბოლოოდ კი მიწით.

ზედაპირის მომზადება: მიწის ზედაპირს გაასწორებენ და გაამყარებენ, რათა უზრუნველყონ ასფალტის სწორად დაგება. ზედაპირი უნდა იყოს სუფთა და მყარი.

ასფალტის დაგება: მიწის დამუშავების შემდეგ, ზედაპირზე ისხმება ასფალტი, რაც უზრუნველყოფს გზის საფარის სიმყარეს და წყლის ეფექტურად გადაადგილებას სანიაღვრე სისტემაში.

8. ქსელის საბოლოო შემოწმება

ფუნქციონალური შემოწმება: ასფალტის დაგების შემდეგ კიდევ ერთხელ ხდება სისტემის შემოწმება, რათა დარწმუნდნენ მის გამართულობაში.

სწორად მოწყობილი სანიაღვრე სისტემა გოფრირებული მილებით და ფიტინგებით უზრუნველყოფს ეფექტურ წყალგადინებას, რაც თავიდან აიცილებს წყლის დაგროვებას ასფალტზე და ამცირებს გზის დაზიანების რისკს. ასეთი მეთოდით გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით შექმნილი სანიაღვრე სისტემა გამძლეა და ხანგრძლივად უზრუნველყოფს წყლის ეფექტურ გადაადგილებას.

კომპანია “ქართული მილი” 

Поделиться:

Узнать Больше

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად მოწყობილმა სადრენაჟე სისტემამ?

სადრენაჟე სისტემა არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ეფექტიანი ტრანსპორტირებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დაგროვება და

როგორ ავაწყოთ ეფექტური და საიმედო სარწყავი სისტემა პოლიეთილენის მილებით

სარწყავი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის მილებით ეფექტური და გრძელვადიანია. ამ ტიპის მილები მდგრადია გარემო პირობების მიმართ და მარტივია დასამონტაჟებლად. პოლიეთილენის მილებით

თანამედროვე სადრენაჟე სისტემები

თანამედროვე სადრენაჟე სისტემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ, ურბანულ და სოფლის მეურნეობის პროექტებში. სადრენაჟე სისტემები უზრუნველყოფენ  წყლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, წყალდიდობის პრევენციას და

Start typing to see products you are looking for.