რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად მოწყობილმა სადრენაჟე სისტემამ?

სადრენაჟე სისტემა არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ეფექტიანი ტრანსპორტირებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დაგროვება და ამით გამოწვეული სხვადასხვა სახის დაზიანება.

სადრენაჟე სისტემის ტიპები:

სადრენაჟე სისტემებში, ძირითადად, ვხვდებით ორ ტიპს:

  • ზედაპირულ დრენაჟს – ის გამოიყენება ზედაპირიდან, მაგ: გზებიდან, ბილიკებიდან, ეზოებიდან და მსგავსი ადგილებიდან წყლის გადინებისთვის;
  • მიწისქვეშა დრენაჟს – აღნიშნული ტიპი გამოიყენება მიწისქვეშა წყლების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, სახლის საძირკველთან ან მიწის ნაკვეთზე დაგროვდეს. 

არასწორად მოწყობილი სადრენაჟე სისტემა შეიძლება სერიოზული ზიანის საფუძველი გახდეს შენობებისა თუ სხვადასხვა მიწის ნაკვეთისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სისტემა სწორად იყოს დაპროექტებული, დამონტაჟებული და გათვალისწინებული იყოს მისი მოწყობისთვის საჭირო ყველა დეტალი. სადრენაჟე სისტემების გამართული მუშაობისთვის ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რა თქმა უნდა, უმთავრესი როლი აქვს სადრენაჟე მილების ტიპებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურაში აქტიურად გამოიყენება გოფრირებული და სპირალური გოფრირებული მილებისგან შექმნილი სადრენაჟე სისტემები. ამის მიზეზი აღნიშნული მილების ტექნოლოგიური ინოვაციურობაა, რაც მათ ხანგრძლივ და უსაფრთხო ექსპლუატაციას განაპირობებს. 

გოფრირებული და სპირალური გოფრირებული მილები სადრენაჟე სისტემებში:

სადრენაჟე სისტემისთვის მილის ტიპი უნდა შეირჩეს გეოლოგიური პირობების, მოსალოდნელი დატვირთვის და სისტემის გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით; ორივე ტიპის მილს ინდივიდუალურად აქვს სპეციფიკური მახასიათებლები და გამოყენების უპირატესობები:

გოფრირებული მილები:

მახასიათებლები:

  • გოფრირებული მილები მზადდება მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის მასალისგან;
  • მათი გოფრირებული ზედაპირი ზრდის მილის სიმტკიცეს და გამძლეობას მექანიკური ზემოქმედების მიმართ, რაც საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ის სხვადასხვა გეოლოგიურ პირობებში;
  • გოფრირებული მილის შიდა გლუვი ზედაპირი უზრუნველყოფს წყლის უწყვეტ და სწრაფ დინებას.

გამოყენება:

  • გოფრირებული მილები გამოიყენება, როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა დრენაჟისთვის. ისინი კარგად გამოიყენება რთული რელიეფის პირობებშიც და მარტივად მონტაჟდება;
  • გოფრირებული მილები ხშირად გამოიყენება ისეთ გარემოში, სადაც საჭიროა დრენაჟის სისტემის გამართვა ნიადაგის მინიმალური მექანიკური დატვირთვის პირობებში.

სპირალური გოფრირებული მილები:

მახასიათებლები:

  • სპირალური გოფრირებული მილებიც, ასევე, მზადდება მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის მასალისგან, მაგრამ მათი ზედაპირი გოფრირებულთან ერთად, სპირალურია;
  • ზედაპირის სპირალური სტრუქტურა უზრუნველყოფს მილების კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს და გამძლეობას მაღალი ტიპის დატვირთვებზე. ისინი უფრო მტკიცეა გარე მექანიკური ზემოქმედების მიმართაც;
  • სპირალური გოფრირებული მილები კიდევ უფრო მოქნილია და უფრო ადვილად მონტაჟდება მიწისქვეშა სადრენაჟე პირობებში მისი სპირალური ზედაპირიდან გამომდინარე.

გამოყენების უპირატესობა:

  • სპირალური გოფრირებული მილების გამოყენება ძალიან გონივრული და გამართლებულია ისეთ გარემოში, სადაც მექანიკური დატვირთვა განსაკუთრებით მაღალია, მაგალითად, გზების ქვეშ ან ინდუსტრიულ ზონებში;
  • სპირალური გოფრირებული მილების სიმტკიცე და სტაბილურობა საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ ისეთ გარემოში, სადაც განსაკუთრებით საჭიროა სადრენაჟე სისტემების ხანგრძლივი და უსაფრთხო ექსპლუატაცია.

გოფრირებულ და სპირალურ გოფრირებულ მილებს აწარმოებს კომპანია “ქართული მილი”, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში. “Geopipe”-ი გოფრირებულ და სპირალურ გოფრირებულ მილებს აწარმოებს დიამეტრით 100 მმ-დან 1600 მმ-მდე სხვადასხვა სიმტკიცის კლასებში: SN4, SN8, SN12 და SN16. მათი მილების ხარისხი სრულად შეესაბამება EN 13476-3:2018 სტანდარტებს.

სადრენაჟე სისტემის გამართული მუშაობისთვის, ძირითად მილებთან ერთად, ასევე, გასათვალისწინებელია ფიტინგების მნიშვნელობაც, რადგან მათი სწორად შერჩევა სისტემის მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ფიტინგები სადრენაჟე სისტემის გამართულობას ხელს უწყობს წყლის ნაკადის სწორად მართვით, ასევე, მისი დახმარებით მარტივდება სისტემის მონტაჟი და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა – შერემონტება.

კომპანია “ქართული მილი” გვთავაზობს ფიტინგების მრავალფეროვან არჩევანს სადრენაჟე სისტემისთვის, რომელთა შორისაც მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მისთვის საჭირო და სასურველი სახეობა.

არასწორად მოწყობილი სადრენაჟე სისტემა:

თუ მომხმარებელი ვერ შეძლებს აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებას, შესაძლოა სადრენაჟე სისტემა ექსპლუატაციაში ხარვეზებით შევიდეს, რაც გამოიწვევს რიგი პრობლემების წარმოქმნას. ეს შესაძლოა იყოს: 

  • წყლის დაგროვება და დატბორვა: წყლის არასათანადო გადინებამ შესაძლოა გამოიწვიოს მიწის ნაკვეთზე წყლის დაგროვება, რაც დატბორვას და ნიადაგის ეროზიას გამოიწვევს;
  • საძირკვლის და სტრუქტურული პრობლემები: შენობის ირგვლივ წყლის დაგროვებამ შესაძლოა საძირკველი დააზიანოს, გამოიწვიოს ნაპრალები და სხვა სტრუქტურული დეფექტები, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს შენობის უსაფრთხოებას;
  • სველი სარდაფები და ობი: ნესტიანობის და წყლის დაგროვების გამო, სარდაფებში შეიძლება გაჩნდეს ობი და სოკო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და აზიანებს ნივთებს;
  • მცენარეების და ბაღების დაზიანება: ზედმეტი წყალი შეიძლება მავნე იყოს მცენარეებისთვის, გამოიწვიოს მათი გახრწნა და განადგურება;
  • ელექტრული სისტემების დაზიანება: წყლის დაგროვებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ელექტროსისტემას და გამოიწვიოს ხანძარი;
  • ხარჯების ზრდა: ყველა ამ პრობლემის გამოსწორება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება გაცილებით გონივრული იქნება მომხმარებლის მხრიდან.

სადრენაჟე სისტემების პრობლემების თავიდან აცილება მოითხოვს სწორად დაპროექტებას, მონტაჟსა და რეგულარულ მოვლას. გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

Поделиться:

Узнать Больше

როგორ ავაწყოთ ეფექტური და საიმედო სარწყავი სისტემა პოლიეთილენის მილებით

სარწყავი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის მილებით ეფექტური და გრძელვადიანია. ამ ტიპის მილები მდგრადია გარემო პირობების მიმართ და მარტივია დასამონტაჟებლად. პოლიეთილენის მილებით

სანიაღვრე ქსელის აწყობა

სანიაღვრე ქსელის აწყობა  სანიაღვრე ქსელის მოწყობა გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით ასფალტის დაგებამდე მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს, თუმცა ამ ეტაპებზე

თანამედროვე სადრენაჟე სისტემები

თანამედროვე სადრენაჟე სისტემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ, ურბანულ და სოფლის მეურნეობის პროექტებში. სადრენაჟე სისტემები უზრუნველყოფენ  წყლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, წყალდიდობის პრევენციას და

Start typing to see products you are looking for.