2017 წელს, როცა საკაბელო გოფრირებული მილების წარმოება დავიწყეთ, ჩვენი მთავარი მიზანი და სურვილი თქვენი, მომხმარებლების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა გახლდათ. მიზანი დღემდე უცვლელი რჩება, ჩვენი პრიორიტეტი ისევაა თქვენთვის ხარისხიანი პროდუქციის შემოთავაზება, თუმცა საკაბელო მილების 7 წლიანმა წარმოებამ შეგვმატა კიდევ ერთი რამ- გამოცდილება, რასაც ცხადია, კვლავ თქვენთვის სასარგებლოდ ვიყენებთ.
საკაბელო მილების შერჩევისას უპირველესი, რაზეც უნდა ვიფიქროთ სწორედაც რომ უსაფრთხოებაა. კაბელებში გამავალ ელექტროენერგიას ბევრ სარგებელთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია, სწორად შერჩეული მილები კი კაბელს დაზიანებისგან იცავს და სიცოცხლისთვის საშიში პრობლემების წარმოქმნასაც აფერხებს. ,,ქართული მილის“ საკაბელო გოფრირებული მილები სრულად აკმაყოფილებს EN 61386-1:2008 და EN 61386-24:2010 მოთხოვნებს, რაც მაღალი ხარისხის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ხარისხია უპირველესი და უმთავრესი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა ანდოთ თქვენი კაბელები ჩვენს გოფრირებულ მილებს.
საკაბელო გოფრირებული მილები გამორიცხავს კაბელების ცვეთას ხანგრძლივი დროის განმავლობაში და იდეალური საშუალებაა მტვრისგან, ტენიანობისა და ფიზიკური დაზიანებისგან მათ დასაცავად. გარდა ამისა, გააჩნიათ მაღალი ტემპერატურის, შხამ-ქიმიკატების, მკაცრი ამინდისა და ულტრაიისფერი სხივებისადმი რეზისტენტულობა, რაც მათ შესაფერისს ხდის სხვადასხვა პირობებში გამოსაყენებლად, იქნება ეს სახლი, ოფისი თუ სამრეწველო გარემო. შესაბამისად, ამ ტიპის მილები საიმედოა როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკაბელო გოფრირებული მილების სტრუქტურა, სიმსუბუქე და ინოვაციური დიზაინი იძლევა მოქნილობის საშუალებას, აადვილებს კაბელების მარშრუტს კუთხეებისა და სხვა დაბრკოლებების გარშემო. მოქნილობის დამსახურებით შესაძლებელია კაბელების მარტივი ინსტალაცია, აგრეთვე გადაადგილება და გადახვევა ისე, რომ მათი გაწყვეტა და დაზიანება ფაქტობრივად გამორიცხულია. ჩვენი კომპანია, სხვადასხვა ტიპის კაბელის და ინსტალაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გთავაზობთ საკაბელო მილების მრავალფეროვან ზომებს, 40 მმ-დან 110 მმ-მდე დიამეტრით. რაც შეეხება სიგრძეს, საკაბელო გოფრირებული მილები იჭრება მარტივად, ასე რომ, დამონტაჟების დროს შეგიძლიათ ისინი თქვენთვის სასურველ ზომებად დაჭრათ. როგორც წესი, მარტივია არამხოლოდ დამონტაჟება, არამედ მისი შემდგომი მოვლაც, შედეგად იზოგება ფინანსები, რის გამოც იგი მარტივად ხელმისაწვდომია.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან და უპირატესობებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩვენი საკაბელო მილები უპირველესად თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. ენდეთ ,,ქართული მილის“ პროფესიონალიზმს, გახადეთ თქვენი ქსელი სრულყოფილი და დაცული ჩვენი უახლესი საკაბელო ინფრასტრუქტურის დახმარებით.