აზბესტი – უხილავი მკვლელი
აზბესტის მილები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით კი წყალმომარაგების სისტემებში დღეს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ ითვლება. ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ აზბესტის ბოჭკოები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან როგორიცაა ფილტვების კიბო, აზბესტოზი და მეზოთელიომა. ამ პრობლემის აქტუალობას ადასტურებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევები, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად აზბესტთან დაკავშირებული დაავადებებით 107,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.აზბესტის მილების გამოყენებაზე მკაცრი რეგულაციები და სრული აკრძალვა მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. მიუხედავად ამისა, აზბესტის მილები კვლავ რჩება ბევრი ქვეყნის წყალმომარაგების სისტემებში, მათ შორის საქართველოშიც. ეს მოძველებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მზარდ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩანაცვლებას თანამედროვე, უსაფრთხო ალტერნატივებით.
რატომ არის საშიში აზბესტის მილი?
მტვრის წარმოქმნა: აზბესტის მილი დროთა განმავლობაში იშლება და წარმოქმნის მტვერს, რომელიც ძალიან მცირეა და ადვილად აღწევს ფილტვებში.
კიბოს გამომწვევი: აზბესტის მტვერი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენი, რომელიც იწვევს ფილტვის კიბოს, მეზოთელიომას (ფილტვების კიბო) და სხვა სახის სიმსივნეებს.
ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი: აზბესტის მილის მტვერის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული დაავადებები შეიძლება განვითარდეს ათწლეულების შემდეგ.
არ არსებობს მტვირს უსაფრთხო დოზა: არ არსებობს აზბესტის მტვრის უსაფრთხო დოზა, ნებისმიერი რაოდენობით ინჰალაცია ზრდის დაავადების რისკს
აზბესტის მილების უსაფრთხო ალტერნატივა
აზბესტის მილის უსაფრთხო ალტერნატივებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით სასმელი წყლის სისტემებში. მისი უსაფრთხო ალტერნატივებია პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის მილები.
- პოლიეთილენი – პოლიეთილენის მილები გამოირჩევა მდგრადობით და გამძლეობით. ამ მასალას აქვს მაღალი სიმტკიცე, ხოლო მჭიდროდ გაწყობილი ბოჭკოების მეშვეობით ის მდგრადია კოროზიისა და ქიმიური ზემოქმედების მიმართ. პოლიეთილენის მილები ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს. ამასთანავე, ისინი ცვეთისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რაც ზრდის მათი გამოყენების ვადას. ამასთანავე, მილების გლუვი შიდა ზედაპირი ხელს უშლის ბაქტერიების დაგროვებასა და ბიოაპკის წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში. პოლიეთილენის მილები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს სასმელი წყლის ტრანსპორტირებისთვის.
- პოლიპროპილენი – ეს მასალა ასევე გამოიყენება თანამედროვე წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემებისთვის, . ისინი გამოირჩევა მაღალი ქიმიური მდგრადობით და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასმელი წყლის სისტემებისთვის. პოლიპროპილენის მილები განსაკუთრებით ეფექტურია ცხელი წყლის სისტემებში, რადგან უძლებს მაღალ ტემპერატურას (95°C-მდე) დეფორმაციის გარეშე. პოლიპროპილენის მილების შეერთება ხდება თერმული შედუღებით, რაც უზრუნველყოფს მილების ჰერმეტულობას. დამატებით უპირატესობას წარმოადგენს დაბალი ხმაურის გამტარობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებელ შენობებში.
რატომ უნდა გადავიდეთ პოლიეთილენის მილებზე?
- ჯანმრთელობის დაცვა: პოლიეთილენის მილები არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს;
- გარემოს დაცვა: პოლიეთილენის მილები ეკოლოგიურად სუფთაა და არ აბინძურებს გარემოს;
- ხანგრძლივი მომსახურების ვადა: პოლიეთილენის მილებს აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა;
- მარტივი მონტაჟი: პოლიეთილენის მილების დამონტაჟება მარტივია და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას;
- ეკონომიურობა: ზოგავს ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში;
- გამტარობა: აქვს გლუვი შიდა ზედაპირი, რაც უზრუნველყოფს წყლის უკეთეს გამტარობას.
ქართული პოლიეთილენის მილები: ხარისხისა და მდგრადობის გარანტია
საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ძველი აზბესტის მილების ჩანაცვლება თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანია “ქართული მილის” მიერ წარმოებული პროდუქციის როლი,რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შეესაბამება ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა EN 12201-2:2011 და ISO 4427- 1:2019. ადგილობრივად წარმოებული პოლიეთილენის მილები ასევე ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისით და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს ეკონომიურ გადაწყვეტას. მათი გამოყენება რეკომენდებულია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო წყალმომარაგების სისტემებში.
“ქართული მილის” პროდუქციის უპირატესობები:
- ადგილობრივი წარმოება უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას
- კონკურენტული ფასები იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით
- პროდუქცია სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- მუდმივი ხარისხის კონტროლი
- პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერა
- მაღალი დონის საგარანტიო მომსახურების პაკეტი
კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას როგორც მსხვილი სამშენებლო პროექტების, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის. ქართული წარმოების მილების არჩევით მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს, არამედ ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
ადგილობრივი წარმოების განვითარება და ხარისხიანი პროდუქციის შექმნა არა მხოლოდ უზრუნველყოფს უსაფრთხო ალტერნატივის ხელმისაწვდომობას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასაც. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული პოლიეთილენის მილების პროდუქცია წარმოადგენს იმის დასტურს, რომ შესაძლებელია ადგილობრივად ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის პროდუქტი.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ აზბესტის მილების ჩანაცვლება პოლიეთილენის მილებით არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ ინვესტიცია საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაში. პოლიეთილენის მილების გამოყენება, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების “ქართული მილის” პროდუქცია, წარმოადგენს ოპტიმალურ ვარიანტს აზბესტის მილების ჩანაცვლებისთვის.