პოლიპროპილენის მილის უპირატესობები თანამედროვე სანტექნიკურ სისტემებში

სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში იმდენად ხშირია, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთხელ მაინც მდგარა ამ სირთულის წინაშე, რომლის მოგვარებაც ხშირად საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯებისა და ენერგიის ფასად გვიჯდება. ბოლო წლებში ბაზარზე პოლიპროპილენის მილების გამოჩენამ და პოპულარობის სწრაფად მოპოვებამ აჩვენა, რომ ამ მასალისგან დამზადებული მილი ამცირებს სანტექნიკის პრობლემებს და არაერთი სახის სარგებელს გვთავაზობს. „Geopipe“ აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის მილები და საკანალიზაციო მილებს.

მილის უმთავრესი დადებითი თვისება გამძლეობა და გამოყენების ხანგრძლივობაა, ამ მხრივ გამორჩეული პოლიპროპილენის მილები უძლებენ, როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას, წნევასა და კოროზიასაც კი. ტემპერატურისადმი მედეგობა მისი დიდი პლუსია იმდენად, რამდენადაც მილებს ხშირად სწორედ ეს აზიანებს, ქიმიური რეზისტენტულობა კი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ იგი სხვადასხვა გარემო პირობებში ისე, რომ პირვანდელ თვისებებს არ დაკარგავს და არც მასში გამავალ ნივთიერებაზე მოახდენს გავლენას, ანუ არ შეუცვლის ქიმიურ შემადგენლობას. ინტენსიური მჟავებიდან დაწყებული, ტუტე ხსნარებით დამთავრებული ვერცერთი ქიმიური მინარევი მასზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს, მილი უცვლელი რჩება, ინარჩუნებს სტრუქტურულ მთლიანობასა და ხარისხს. სწორედ ამ თვისებების გამო იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ არამხოლოდ საყოფაცხოვრებო, ასევე სამრეწველო და კომერციული სანტექნიკის პროექტებში.

ქიმიური წინააღმდეგობის გარდა, პოლიპროპილენის მილებს გააჩნიათ შესანიშნავი თბოიზოლაციის თვისებები, რაც ამცირებს სითბოს დაკარგვას და საჭიროებს ნაკლებ ენერგიას, აგრეთვე ხელს უწყობს წყლის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, აძლიერებს საერთო ეფექტურობას და ამცირებს ხარჯებს. აგრეთვე, ამ მილების ჰერმეტული დალუქვა, მჭიდროდ შეერთების შესაძლებლობა, სიმყარე და მოქნილობა, გამორიცხავს დაზიანებას და გაჟონვას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ზემოთხსენებული ხარჯები მინიმუმამდე დავიდეს. ხარჯებს ამცირებს ისიც, რომ ამ ტიპის მილები არ საჭიროებს რეგულარულ მოვლას.

ქართული მილი“ ითვალისწინებს იმას, რომ ისევე როგორც სხვა მრავალი სფეროსთვის,  მდგრადი განვითარება სამშენებლო და სანტექნიკის სფეროებისთვისაც პრიორიტეტულია, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მივაყენოთ, ასევე აღსანიშნავია რომ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ეკომეგობრული კომპანია. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ პოლიპროპილენის მილები ეკოლოგიურად მართლაც რომ კეთილგანწყობილია, რადგან იგი დამზადებულია გადამუშავებადი მასალისგან, აქვს ხანგრძლივი მომსახურების ვადა და ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

თანამედროვე სანტექნიკის სისტემებში პოლიპროპილენის მილის უპირატესობები სწორედ მისი მრავალმხრივი დადებითი თვისებებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანიის წყლის მილები, რომლებიც პოლიპროპილენისგანაა დამზადებული, შეესაბამება ISO15874 სტანდარტებს, ხოლო საკანალიზაციო მილის დიამეტრის დიაპაზონი არის 50 მმ-დან 160 მმ-მდე, სიგრძე კი 100 მმ-დან 3000 მმ-მდე. დროა დაუმეგობრდეთ პოლიპროპილენის მილებს და დაივიწყოთ სანტექნიკის პრობლემები.

გაზიარება:

მეტი სიახლე

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად მოწყობილმა სადრენაჟე სისტემამ?

სადრენაჟე სისტემა არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ეფექტიანი ტრანსპორტირებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დაგროვება და

როგორ ავაწყოთ ეფექტური და საიმედო სარწყავი სისტემა პოლიეთილენის მილებით

სარწყავი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის მილებით ეფექტური და გრძელვადიანია. ამ ტიპის მილები მდგრადია გარემო პირობების მიმართ და მარტივია დასამონტაჟებლად. პოლიეთილენის მილებით

სანიაღვრე ქსელის აწყობა

სანიაღვრე ქსელის აწყობა  სანიაღვრე ქსელის მოწყობა გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით ასფალტის დაგებამდე მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს, თუმცა ამ ეტაპებზე

Start typing to see products you are looking for.