ფიტინგი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მილების სისტემის აწყობაში, რადგან მილები სწორედ ფიტინგების საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან ერთ მთლიანობას, რომლის გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა, დიდწილად არის ფიტინგებზე დამოკიდებული.
ფიტინგები
ფიტინგების არჩევანი ძალიან დიდია. ისინი განსხვავებული ფორმის, ზომის და დანიშნულების მიხედვით იწარმოება. ფიტინგები განსხვავდება, ასევე, იმითაც, თუ რა მასალის და ტიპის მილებისთვის გვინდა რომ გამოვიყენოთ.
“ქართული მილის” მიერ შემოთავაზებული ფიტინგებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. Იქნება ეს პოლიეთილენის, პოლიპროპილენისა თუ გოფრირებული მილებისთვის.
ფიტინგები პოლიეთილენის, პოლიპროპილენისა და გოფრირებული მილებისთვის:
პოლიეთილენის, პოლიპროპილენის და გოფრირებული მილებისთვის მზადდება სხვადასხვა ტიპის, ზომისა და ფორმის ფიტინგები. ფიტინგების ჩამონათვალი ამ ტიპის მილებისთვის ასეთია: გოფრირებული ადაპტორი, გოფრირებული გადამყვანი, გოფრირებული დამხშობი, გოფრირებული მუხლი 45 და 90, გოფრირებული ოთხკაპი, გოფრირებული სამკაპი 45 და 90, გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 45 და 90, გოფრირებული ქურო და რეზინის შუასადები და ა.შ. ყველა მათგანს უნიკალური ფუნქცია და დანიშნულება აქვს. ფიტინგების სხვადასხვა ზომა, ფორმა და დანიშნულება საშუალებას იძლევა მილი მომხმარებელმა მისთვის ხელსაყრელი მიმართულებისთვის გამოიყენოს. ჩამოთვლილი ფიტინგებიდან განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, რათა უკეთ ვიცოდეთ მათი მნიშვნელობის შესახებ.
ფიტინგები პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის მილებისთვის:
სამკაპი:
სამკაპი გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს მილების ქსელში წყლის ნაკადის გადაადგილებასა და განშტოებაში, მისი მეშვეობით შესაძლებელია უწყვეტი კავშირი მთავარ მილთან, რაც გამორიცხავს დამატებითი ფიტინგების ან გადამყვანების საჭიროებას. შეერთება მინიმალური რესურსებისა და ტექნიკური მოთხოვნების მეშვეობით ქმნის ერთგვაროვან, საიმედო, ძლიერ კავშირს განშტოებასა და მთავარ მილს შორის, რაც სისტემის საერთო ეფექტურობასა და ოპტიმიზაციაზეც აისახება.
სამკაპი 45, ოთხკაპი და ქურო:
სამკაპი 45 საშუალებას გვაძლევს მიერთებულ მილს 45 გრადუსით შევუცვალოთ მიმართულება, ხოლო სამკაპი 90 კი 90 გრადუსით შეცვლის შესაძლებლობას იძლევა. ამგვარივე მრავალფეროვანი ფუნქციები აქვს ოთხკაპსაც და ზოგადად, ყველა ფიტინგს, რომელიც პროფესიონალი კადრების მიერ მზადდება. მაგალითად, აღსანიშნავია “ქართული მილის” მიერ შემოთავაზებული ფიტინგების ნაირსახეობა, მათ შორის, ქურო, რომელიც გვთავაზობს ისეთ შეერთებას, რომელშიც ნებისმიერი მილი ისეთივე მოქნილი რჩება, როგორც ცენტრალური მილი, ანუ მთელი სისტემა ინარჩუნებს თვისებებსა და სტრუქტურულ მთლიანობას.
უნაგირი:
საინტერესოა ვისაუბროთ უნაგირზე, რომელიც შეერთებისთვის საკმაოდ ხშირად გამოყენებადი მეთოდია, რადგან იგი მილსადენებში ნაკადის შეწყვეტის გარეშე გადინებას უზრუნველყოფს. შერწყმის ტექნიკის მეშვეობით, უნაგირი განაპირობებს მჭიდრო შეერთებას, რითაც გამორიცხავს დაზიანებას, გაჟონვასა და შემდგომი დაბინძურების რისკს. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის და გაზის მილების შემთხვევაში, რადგან სწორედ წყლის მილი საჭიროებს ისეთ შეერთებას, რომელიც ნაკადს გაუძლებს, ხოლო გაზის მილი ისეთს, რომელიც გამორიცხავს გაჟონვას, რაც ასე საშიშია სიცოცხლისთვის.
ფიტინგები გოფრირებული მილებისთვის:
გოფრირებული ადაპტორი:
გოფრირებული ადაპტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, გაჟონვის გარეშე კავშირს და შექმნილია სხვადასხვა ზომის ან ტიპის გოფრირებული მილების მოსაწყობად. იგი გამოირჩევა ზუსტი ინჟინერიით, კოროზიისადმი გამძლეობით, მოსახერხებელი დიზაინითა და მარტივი დამონტაჟების შესაძლებლობით, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ საჭიროებს სპეციალური ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენებას. თავსებადია გოფრირებული მილებისა და ფიტინგების ფართო სპექტრთან, რაც მას შესაფერისს ხდის სხვადასხვა სახის სისტემებისთვის.
გოფრირებული გადამყვანი:
გოფრირებული გადამყვანი შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის მასალები დააკავშიროს ერთმანეთს. ის უზრუნველყოფს უსაფრთხო და სტაბილურ კავშირს მილებს შორის, რაც ამცირებს მოძრაობას და სისტემას მთლიანობას უნარჩუნებს.
გოფრირებული დამხშობი:
სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი დაცვა, რისთვისაც იდეალური საშუალებაა გოფრირებული დამხშობი. ის ლუქავს გოფრირებული მილების დაბოლოებებს და იცავს ნამსხვრევების, წყლის, ტენიანობისა და სხვა დამაზიანებლებისგან. გოფრირებული დამხშობი გამოირჩევა გამძლე აგებულებითა და ადვილად დასამონტაჟებელი დიზაინით, რაც უზრუნველყოფს მილების მჭიდრო დაჭერას და მაქსიმალურ დაცვას.
გოფრირებული მუხლი 45 და გოფრირებული მუხლი 90:
გოფრირებული მუხლი 45 და გოფრირებული მუხლი 90 გამოიყენება მილსადენის მიმართულების შესაცვლელად, როგორც სადრენაჟო, ისე საკანალიზაციო და სხვა სახის სისტემებში. გოფრირებულ მუხლს აქვს მოსახვევი, იდაყვის ფორმის მონაკვეთი გოფრირებული გარე ზედაპირით, რაც მას მილის მოძრაობის, გაფართოებისა და შეკუმშვის შესაძლებლობას აძლევს. გოფრირებული დიზაინი უზრუნველყოფს მოქნილობას და ხელს უშლის მილის დახვევას ან დაზიანებას. ამგვარი ფიტინგების სახელები მათ გრადუსულ ზომაზე მიუთითებს, გოფრირებული მუხლი 45 მილებს 45 გრადუსით უცვლის მიმართულებას, გოფრირებული მუხლი 90 კი 90 გრადუსით.
გოფრირებული ოთხკაპი და გოფრირებული სამკაპი ფიტინგები:
გოფრირებული ოთხკაპი ემაგრება ოთხ მილს, მისი მეშვეობით შეგვიძლია ორი ცენტრალური მილის გადაბმას დავაკავშიროთ კიდევ ორი მილი, რომლებსაც სასურველ მიმართულებას მივცემთ. გოფრირებული სამკაპი კი სამი მილის დაერთების საშუალებას იძლევა. “ქართული მილი”, აგრეთვე, აწარმოებს გოფრირებულ სამკაპ 45 -სა და გოფრირებულ სამკაპ 90-ს, რაც საშუალებას იძლევა, მარტივად შეიქმნას საჭირო მიმართულების მქონე მილებით შემდგარი სისტემა.
გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 45 და გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 90:
გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 45 და გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 90, ასევე, იმავე თვისებებით ხასიათდებიან, როგორც სხვა განხილული გოფრირებული ადაპტორები, მათი მეშვეობით შესაძლებელია მოსახერხებელი განშტოების შექმნა და შეერთება, რომელიც გაუძლებს მკაცრ პირობებს და მილების იდეალურ დამცავად იქცევა.
გოფრირებული ქურო და რეზინის შუასადები:
გოფრირებულ ქუროს სისტემების მყარ გადაბმებზეა პასუხისმგებელი, მყარი გადაბმები კი ავტომატურად განაპირობებს მათ მრავალწლიან უპრობლემო გამოყენებას. რეზინის შუასადები კი შეავსებს გოფრირებული მილების სისტემას და ინსტალაციის პროცესსაც გაამარტივებს.
ფიტინგების გამძლეობა და მონტაჟი:
“ქართული მილის” მიერ შემოთავაზებულ ფიტინგებს აერთიანებს ხარისხიანი ნედლეულისგან დამზადებული მასალა და საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტური შესაბამისობა. ისინი მდგრადია კოროზიისა თუ მზისადმი და არის ძლიერ წყალგამტარი, რაც განაპირობებს მათ გამძლეობას და ხანგრძლივ ექპლუატაციას.
ფიტინგები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა მათი მონტაჟი, ნებისმიერ შემთხვევაში, არის მარტივი, მოითხოვს ნაკლებ დროს და შესაბამისად – ნაკლებ ხარჯს.
ფიტინგების მრავალფეროვანი არჩევანი მაღალი ხარისხის მასალებით, ზუსტი ინჟინერიითა და მარტივი მონტაჟის შესაძლებლობებით უზრუნველყოფს სისტემების ხანგრძლივ და გამართულ ფუნქციონირებას.