რატომ არის იდეალური პოლიპროპილენის მილები ცივი და ცხელი წყლის შიდა გაყვანილობის სისტემებში?

მარტივი არ არის შეარჩიო მასალა, რომელიც თანაბრად რეზისტენტული და მტკიცეა, როგორც ცივი, ისე ცხელი წყლის მიმართ. ,,ქართული მილი“ სხვა მრავალფეროვან პროდუქტთა შორის გთავაზობთ ISO 15874 სტანდარტების შესაბამის ცივი და ცხელი წყლის მილებს, რომლებიც დამზადებულია პოლიპროპილენისგან და იდეალურად გამოიყენება ცივი და  ცხელი წყლის სისტემებში. პოლიპროპილენი არის პროპილენისგან მიღებული თერმოპლასტიკური პოლიმერი, რომელიც სპეციფიკური თვისებებითა და გამძლეობით ხასიათდება.

შიდა გაყვანილობის წყლის სისტემების უსაფრთხოება და გამძლეობა უპირობოდ მნიშნელოვანია, ამისთვის კი აუცილებელია არჩევანი ხარისხიან მილებზე შეაჩეროთ. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ PN16 და PN20 ცივი წყლის მილები და აგრეთვე PN20 და PN25 ცხელი წყლის მილები, რომლებიც ინარჩუნებენ მდგრადობას ტემპერატურის ცვლილებისას და რომელთა გამოყენებაც თავიდან აგაცილებთ გაჟონვას, ხშირი გამოცვლის საჭიროებასა და სხვა სახის პრობლემებს.

პოლიეთილენის მილებს ახასიათებთ მექანიკური სიმტკიცე, ელექტრული დაცვა, ელექტრო იზოლაცია და მაღალი წნევისადმი გამძლეობა, რაც უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებელ მოძრაობას ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ამას მილის შიდა გლუვი  ზედაპირიც უწყობს ხელს. გარდა ამისა, იგი მდგრადია მრავალი ქიმიური ნივთიერების მიმართ, არ შეიცავს ფოსფორს, ჰალოგენსა და კადრიუმს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიპროპილენის მილი ჰიგიენური და ქიმიური მინარევებისგან სუფთაა, შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი წყლის შემადგენლობას ოდნავაც არ ცვლის.

მისი კიდევ ერთი დადებითი თვისებაა კონდესატისა და კოროზიის მიმართ მდგრადობაც. კოროზია ერთ-ერთია იმ მთავარ მიზეზთაგან, რომელთა გამოც მილები ხშირად ზიანდება. პოლიპროპილენის მილების შემთხვევაში ეს საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მათი გამოყენების ხანგრძლივობა ნახევარ საუკუნეს აღწევს. ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობას ისიც განაპირობებს, რომ პოლიპროპილენის მილები მარტივად არ დეფორმირდება და გამძლეა დაწოლისა და დარტყმის მიმართ. აღსანიშნავია პოლიპროპილენის მილების მსუბუქი წონა და დამონტაჟების სიმარტივე, რაც ენერგიისა და ხარჯების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

მაღალი ხარისხითა და სპეციფიკური თვისებებითაა განპირობებული ის, რომ დღეს ბაზარზე პოლიპროპილენის მილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. აგრეთვე, შესაძლებელია მისი გადამუშავება, რის გამოც იგი ეკოლოგიურად  ნაკლებად საშიშია. თქვენი ეფექტური არჩევანი, პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის მილები გაგიწევთ ხანგრძლივ მომსახურებას, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებითა და დანახარჯით.

გაზიარება:

მეტი სიახლე

ყველაფერი თანამედროვე გაზგაყვანილობის სისტემების შესახებ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ გაზის სადენების სისტემების ასაწყობად, არის პოლიეთილენი (PE). ეს მასალა გამოირჩევა მრავალი უპირატესობით, მათ

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად მოწყობილმა სადრენაჟე სისტემამ?

სადრენაჟე სისტემა არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ეფექტიანი ტრანსპორტირებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დაგროვება და

როგორ ავაწყოთ ეფექტური და საიმედო სარწყავი სისტემა პოლიეთილენის მილებით

სარწყავი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის მილებით ეფექტური და გრძელვადიანია. ამ ტიპის მილები მდგრადია გარემო პირობების მიმართ და მარტივია დასამონტაჟებლად. პოლიეთილენის მილებით

სანიაღვრე ქსელის აწყობა

სანიაღვრე ქსელის აწყობა  სანიაღვრე ქსელის მოწყობა გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით ასფალტის დაგებამდე მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს, თუმცა ამ ეტაპებზე

Start typing to see products you are looking for.