პოლიეთილენის მილები თუ მეტალის მილები

მეტალის მილები მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო უპირობო არჩევანიდა დომინირებდა ინფრასტრუქტურულ ლანდშაფტში, თუმცა ბოლო წლებში, რაც პოლიეთილენის მილების (PE100) გამოყენება ფართოდ დაიწყო და მისი არაერთი დადებითი თვისება გამოიკვეთა, ხშირად ჩნდება კითხვა, პოლიეთილენის მილები თუ მეტალის მილები, ანუ ინოვაციური თუ ტრადიციული? კითხვაზე პასუხს აუცილებლად იპოვით, თუ ბლოგის ბოლომდე გამოგვყვებით, „ქართული მილის“ ხარისხიანი პოლიეთილენის მილების თვისებებს გაეცნობით და ჩვენთან ერთად შეადარებთ მათ მეტალის მილების თვისებებთან. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება გავლენას ახდენს ეფექტურობაზე, გამძლეობასა და გარემოს მდგრადობაზე. ჩვენი კომპანიისთვის საამაყოა, რომ ბაზარზე გამოჩენიდან რამდენიმე წელში უკვე ასობით მომხმარებელი არჩევს ჩვენს ინოვაციურ პროდუქციას სხვა ალტერნატივებისგან.

pe100 პოლიეთილენის მილის წარმოების პროცესი

მეტალის, მაგალითად ფოლადის ან რკინის მილი, ხასიათდება მექანიკური სიმტკიცით და მაღალი წნევის გამძლეობით. სწორედ ამ თვისებების მეშვეობით იყო იგი სისტემების უცვლელი ნაწილი, თუმცა სიმტკიცე და წნევისადმიგამძლეობა პოლიეთილენის მილების ძლიერი მხარეებიცაა, რაც შიგთავსის ეფექტურ გადაადგილებას უწყობს ხელს.

ამასვე განაპირობებს შიდა გლუვი ზედაპირიც, რაც მეტალის მილს არ აქვს. იგი ამცირებს ხახუნის ძალას, აუმჯობესებს სითხის ნაკადს და ზოგავს ენერგიას წყლის გამანაწილებელ ქსელებში. მეტალის მილებს, პოლიეთილენის მილებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ ქიმიური რეზისტენტულობა, რის გამოც ვერ უძლებენ კოროზიას, აბრაზიას და სხვა ქიმიურ პროცესებს, საბოლოოდ დამაზიანებლებისადმი ამგვარი მგრძნობიარობა დაჟანგვას, დაზიანებასა და გაჟონვას იწვევს, რაც გარემოს მნიშვნელოვანწილად აზიანებს. ყოველივე ეს აჩენს მეტალის მილების ხშირი გამოცვლის საჭიროებას, ეს კი საკმაოდ დიდ ენერგიასთან, ხარჯებთან და სხვა სახის რესურსებთანაა დაკავშირებული. პოლიეთილენის მილების გამოყენების შემთხვევაში კი გაჟონვის, დაზიანებისა და ხშირი გამოცვლის საჭიროება ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან იგი უზრუნველყოფს ხანგრძლივ მომსახურებას მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებით.

მეტალის მილების დამონტაჟება რთული პროცესია, რაც დიდ ენერგიას და დროს საჭიროებს.  სიმძიმის გამო რთულია მათი ტრანსპორტირება, ხოლო სასურველი სტრუქტურის ასაწყობად ხშირ გადაბმებს, შედუღებებს მოითხოვს. პროცესის სირთულიდან გამომდინარე ამგვარ პროექტებს ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე პლასტმასის მილების დამონტაჟებას, რომლებიც თავისი მოქნილობით, სიმსუბუქითა და დრეკადობით საშუალებას გვაძლევენ ფიტინგებისმინიმალური რაოდენობით, მცირე ენერგიით, ზედმეტი ხარჯების გარეშე, მარტივად და მცირე დროში ავაწყოთ მთელი სისტემა. გარდა ამისა, მეტალის მილები, პოლიეთილენის მილებისგან განსხვავებით, არაგანახლებადია, რაც აძლიერებს ნახშირბადის ემისიას და ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების ამოწურვას.  PE100 მილი კი გამოირჩევა გარემოსდაცვითი მდგრადობით, იგი სრულად გადამუშავებადია და მეტალის მილებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტალის მილს არაერთი დადებითი თვისება აქვს, უარყოფითიც მრავლადაა, მისი გამოყენებით ჩნდება პრობლემები, რომელთა არსებობის რისკიც მინიმუმამდე დადის პოლიეთილენის მილების გამოყენებისას. თუ თქვენი სურვილი სანდო, მტკიცე და გამძლე სისტემების შექმნაა, მაშინ არჩევანი აუცილებლად ინოვაციური პოლიეთილენის მილის სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ. უფრო სწორად თქვენს სასარგებლოდ, რადგან „ქართული მილის“ პოლიეთილენის მილები შეძენიდან მალევე მოგიტანთ მნიშვნელოვან სარგებელს და თქვენს გაზისა თუ წყლის სისტემებს უმტკიცესს გახდის.

გაზიარება:

მეტი სიახლე

ფიტინგის დაერთება

ფიტინგები, სხვადასხვა ტიპის მილების სრულყოფილი შეერთებისთვის – პროფესიონალის რჩევები

ფიტინგები მილების სისტემების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც უზრუნველყოფენ მილების სწორ, უსაფრთხო და მყარ შეერთებას. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგებს და უზრუნველყოფს

როგორ შევარჩიოთ გარე კანალიზაციის მილები

გარე საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. სწორად შერჩეული მილები უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას მრავალი წლის განმავლობაში. განვიხილოთ გარე

როგორ შევარჩიოთ გოფრირებული მილის ზომები პროექტისთვის

გოფრირებული მილები ფართოდ გამოიყენება სადრენაჟე, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელებში, რადგან მათი სტრუქტურა აერთიანებს გამძლეობასა და მოქნილობას. თუმცა, მილის სწორად

პლასმასის მილების ფასები

პლასტმასის მილების ფასი საქართველოში

პლასტმასის მილების ფასი საქართველოში საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია პლასტმასის მილების ფართო ასორტიმენტი სხვადასხვა მწარმოებლისგან. რომლებიც გამოიყენება როგორც წყლისა და კანალიზაციის სისტემებში,

Start typing to see products you are looking for.